News

News
HomeNews
Discord - შემოგვიერთდი
RoadmapFAQ

"იდუმალების 2 თვე და ცოტა მეტი" - გუნდი

Gurami · 1 year ago

მესამე ნაწილიც მოსულა! Წინა ორი წაიკითხე? არაა?

ვისაუბაროთ გუნდზე. გუნდი - ვაშა!! Პატარა ბუდა მომენტი მქონდა - მარტოს ბევრს ვერ გააკეთებ რას [boom] თუმცა ძაან თუ მოინდომებ მარტოც გააკეთებ არა? არა??? Სიმართლე რომ ვთქვათ, ისეც შეიძლება, ასეც შეიძლება, მაგრამ ერთი რამ უდაოა, კარგი გუნდი - კარგია.

ბუდა მომენტი რეალურად სხვა რამეზე მქონდა …drumroll… მცოდნე გუნდი არ ნიშნავს კარგს. ცოდნა რა თქმა უნდა ელემენტარული საჭიროა. Მაგრამ კარგ "მკიდია" მცოდნეს ყოველთვის ჯობია “უცოდინარი” რომელიც ანთებულია. Რატომ? იმიტომ რომ უცოდინრობა პიროვნული თვისება არ არის. Ანთებული გული კი მაგიურია. “ან ესმის ან არ ესმის”, და თუ არ ესმის მაშინ “აღარ ვიაროთ ერთად”, no დრამა. Რა საკვირველია როცა გულიც გიზგიზებს და ცოდნაც ჟონავს მაშინ ვიღებთ - Valheim-ს, Valorant-ს, ნაწილიანს...

Ხოოოოოოდა ესე, დღის შუქზე, ანთებული ლამპარით დავიარები, და გაკვირვებულებს ვპასუხობ ადამიანს დავეძებ მეთქი. Კარგი ჰო ეს - დიოგენეა, მაგრამ კარგი გუნდის შეკვრა დაახლოვებით იგივე გრძნობებს იწვევს.

სიახლეებზე გადავიდეთ! 

Ბოლო ორი თვის მანძილზე (და ეხლაც) სხვადასხვა საეჭვო პიროვნებებთან ვთანამშრომლობთ: საუნდი, ანიმაცია, პროგრამირება, 3D. Შესაძლებლობებზე უარს არ ვიძახით, მაინც რა, დიოგენე და რამე.

⚠️⚠️⚠️ ვიწყებთ დასახელებას!

დიმიტრისთან ერთად ვცადეთ 3D ბარათების კონცეპტზე მუშაობა, როგორც Marvel Snap-შია, ბარათი განვითარების შედეგად 3D ხდება (თუმცა ნუ რეალურად 2.5D).

Ჩვენ გვინდოდა ნამდვილი 3D გვეცადა და ვცადეთ კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა რომ “ჩიტი ბრდღვნად არ ღირს”

2.5D-ც ვცადეთ და 3D რომ ჯობდეს გეომეტრიულად მეტი შრომის ჩადება მოგვიწევს, და შრომა ხომ დროა? და დრო? არ გვაქ.

Სამწუხაროა მაგრამ რეალობაა - yuruse Dmitry. mata kondo da. იმედია დიმითრი შორიდან მაინც “გვიბალელშიკებს”, რამოდენიმე ისეთ რჩევას მოგვცემს რაც დიდ სცენაზე გაგვიყვანს და აი მანდ ვიტყვით რო ბედი ყოფილა - აბა რა.

ალექსანდრე შემოგვიერთა Unity პროგრამირების მხარეს. თავიდან ცოტა საგიჟეთში მოხვდა, პროტოტიპი რაც დახვდა ნახევრად Unity-ში ნახევრად ჩემ თავში მუშაობდა. Ცოტა ლოცვა გავაძლიერე და მეორე ნახევარიც Unity-ში გადავიტანე რომ წვლილის შემოტანა გამარტივებოდა. Ბევრ დროს ამ ეტაპზე ვერ უთმობს და როგორ იქნება ეგ საქმე ჯერ ჯერობით ვფიქრობთ მაგრამ ერთი რამ ცხადია - გიჟდება ჩემ კოდზე და მე კიდე ვაფასებ რომ მაკედონელის სეხნიაა.

Კონსტანტინე 2დ ანიმაციის და ვიზუალური ეფექტების ნამდვილი ჯადოქარია. Უფრო სწორი იქნებოდა ალბათ მეთქვა რომ ზოგადად ჯადოქარია; ამ ეტაპზე კი 2დ ანიმაციას და ვიზუალურ ეფექტებს აკეთებს, აბა რა - “Constantine”. Მიუხედავად იმისა რომ უდაოდ მცოდნეა, გულის გიზგიზზე რა მოგახსენოთ, შევხედოთ ჯერ იქნებ ალდება. ერთი რამ უდაოა კოლაბორაცია საინტერესოა და რამოდენიმე “ღადაობა” ანიმაციებიც უკვე გვაქ:

Მორიგი კოლაბორაციების თალღა ეხება საუნდს. 

3 ადამიანი გამოგვეხმაურა, დავჯექით, ვიბაასეთ, დავგეგმეთ, მოვილაპარაკეთ, ოცნების კოშკები ავაწყეთ და 2სგან აღარ გვსმენია მეტი რა. 

Ხოლო მესამე “რა მაჯხვენამ მოგიყვანა აქა” აღმოჩნდა. Საუნდ არტისტს რომელიც უკვე ვახსენე, ლუკა-ს, მხოლოდ ნახატი, და Google Doc-ის ფაილში აწყობილი ფლეილისტი (ხელპ!) მივეცით “ვაიბის” დასაჭერად - გეიმფლეი არ გვქონდა. Მიუხედავად ამისა შემდეგ რაც მოხდა ყველას გაგაოცებთ:

ასევე ამ ყმაწვილმა საკმაოდ საინტერესო მოკლე მელოდიის ლუფი აკინძა, რამაც იდეა დაბადა რომ მსგავსი მოკლე “საცეკვაოები” ჩატვირთვის ეკრანებზე გავუშვათ, “Assassin’s Creed”-ის მსგავსად. Ვფიქრობთ საინტერესო ელფერს შემატებს თამაშს და აუთენტურობას წინ წამოწევს “ბოლო ბოლო ვიცეკვო თუ ვითამაშო”-ს გარეშე.

finito

დაფინანსება - ღონისძიება - გეიმფლეი



© 2024 9 Mountains Studio
🤜🤛 ManaKeep
HomeNewsDiscord - შემოგვიერთდიRoadmapFAQ