News

News
HomeNews
Discord - შემოგვიერთდი
RoadmapFAQ

"იდუმალების 2 თვე და ცოტა მეტი" - დაფინანსება

Gurami · 1 year ago

Წინა (და ერთადერთი) სიახლის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი რამ მოხდა, ბოლო ბოლო 2 თვეზე მეტი გავიდა. Საქმის კეთებას და თან მაუწყებლობას ჯერჯერობით ვერ “დავუმუღამეთ”. თან ყოველთვის გგონია რომ განა რა არის ისეთი ეხლა რისი მოყოლაც ღირს, მაგრამ აქ ხომ მიღწევების გამოფენა არ გვაქ, ერთი ჩვეულებრივი დეველოპმენტ ბლოგი გვინდა სადაც დავწერთ იმას თუ რა ხდება ჩვენს თავს გამჭირვალობის იდეით.

Ჰოოოოოოდა ეხლა მოსაყოლს 4 ნაწილად შემოგთავაზებთ.

Პირველ ნაწილში ვისაუბრებთ დაფინანსებაზე.

დაფინანსებაზე ფიქრები ყოველთვის იქ არის, სადღაც “მეხუთე მეექვსე ტონალობად” მოდის ხოლმე ნებისმიერი პროცესის დროს, იდეალურ შემთხვევაში კი crowdfunding - kickstarter, fig.co და ა.შ. Მაგრამ “ნუ ჯერ ადრეა”. 

ამასობაში ჩვენი ბედი “საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო”-ს მივანდეთ. თითქოს ერთი შეხედვით თამაშებთან რა კავშირშია ხო? Მართალია არც არაფერში. Მაგრამ თამაშ “პროექტებსაც” აქ შანსი და ვიფიქრეთ რატომაც არა, ჯიმ ქერის პონტში, თან თაიმინგი დაემთხვა ეხლა იყო - თებერვლის მეორე ნახევარში.

“Რატომაც არა”-მ პირველი რაუნდიც კი ვერ გადაგვალახინა. ჯანდაბა, არა? არა. Რაც არ უნდა კლიშე იყოს საკმაოდ ბევრი რამ დაგვიტოვა “ფეილმაც”.

  • ორიოდე გამოცდილება მივიღეთ თამაშის “pitching”-ის კუთხით
  • Საქმე ცოტა უფრო ფინანსური კუთხიდან დავინახეთ, საბოლოო ჯამში, ანთებული გულის მიღმა, ეს პროექტი ნაბიჯი უნდა იყოს რომელიც ამ დარგში მოღვაწეობის გაგრძელების საშუალებას მოგვცემს. ამ თემაზე საკმაოდ კარგი თოქებია ვისაც დაგაინტერესებთ: How to Survive in Gamedev for Eleven Years Without a Hit / Flopping Successfully: Running a Studio Without a Huge Hit 
  • გავიგეთ რომ საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს - ვაშა!!! Გუნდის შეფასება (ერთერთი შეფასების კრიტერიუმი) საკმაოდ მაღალი გვქონდა.
  • აღმოვაჩინეთ რომ უკეთესი გუნდიც შეიძლება გვყავდეს - უპს!!! Ბიზნესის ანუ publishing-ის კუთხით გამოცდილი თანაგუნდელი ნამდვილად არ გვაწყენდა.
  • გუნდის შიგნით ფინანსური საკითხების წამოწევა გვაიძულა. “მე თუ წამოვედი, იმ 20000-დან, 2000 ჩემთვის მინდა” 

ამ ყველაფერთან ერთად ცოტა უფრო დიდ სურათზეც დაფიქრება მოგვიწია, კი ეხლა ამ თამაშს ვაკეთებთ მაგრამ უფრო დიდი მიზანი გვააქ? Ხოდა ვიფიქრეთ რომ საქართველოს “CD Projekt Red” იქნება ჩვენი “ჰოკაგე გავხდები” მიზანი. Რატომაც არა, dattebayo!



ღონისძიება - გუნდი - გეიმფლეი



© 2024 9 Mountains Studio
🤜🤛 ManaKeep
HomeNewsDiscord - შემოგვიერთდიRoadmapFAQ