გეგმა

  1. მითოლოგიის კვლევა

    წერილობითი მასალის მოძიება და გარჩევა. შიდა ვიკიპედიის შექმნა მარტივი ხელმისაწვდომლობისთვის.

  2. ძირითადი გეიმპლეის და მექანიკის დიზაინი

    საიდუმლო რეცეპტის ჩამოყალიბება. თამაშის ზედაპირუბლი შინაარსი და პერსონაჟები. საკვანძო მექანიკის ნაწილების განსაზღვრა.

  3. "Proof of Concept"

    ანუ, რეალურია კი ეს ყველაფერი? ფუნქციური პროტოტიპის ჩამოყალიბება შერჩეული ძრავის გამოყენებით (Unity). საბაზისო სისტემების არქიტექტურის ჩამოყალიბება.

  4. "Pre-Production"

    ანუ, აბა კიდე რეები დაგვრჩა სანამ შევუდგებით კეთებას? ექსპერიმენტები ესთეტიკურ ნაწილში, როგორი სტილის არტი იქნება კარგი? როგორი სტილის ანიმაცია? რამდენად სრულყოფილი და საინტერესოა თამაშის სიუჟეტი, არის მარტივი და ამავედროულად სიღრმისეული?

  5. "Community Building"

    ანუ, აქ ვართ ხალხნო, ვაკეთებთ თამაშს, შემოგვიერთდით, გვირჩიეთ, კრიტიკა სადაა კრიტიკა. ვქმნით სოციალურ ქსელებში იდენტობას, ვიწყებთ (ნელ-ნელა) აქტიურობას. ვცდილობთ მთლიანი პროცეში მაქსიმალურად ტრანსპარენტული გავხადოთ.

  6. ¬ არტისტული პროტოტიპი

    პროტოტიპის შექმნა რომელშიც უკვე ჩართული იქნება ვიზუალური მხარე და იქნება თამაშებადი.

  7. ¬ "Vertical Slice"

    ანუ, მოდი ავიღოთ თამაშის 10% მაქსიმალურად მცირედი ნაწილი და დავასრულოთ ისე თითქოს ვუშვებთ და ესაა მთელი თამაში.

  8. ¬ "Production"

    ანუ ეხლა იწყება რაც იწყება, როცა უკვე გგონია რომ ძირითადი საქმის ნაწილი მორჩენილია, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

  9. ¬ ალფა & ბეტა ტესტირება

    თამაშის პირველადი გაშვება ისეთ პლათფორმებზე როგორიცაა itch.io. დახურული და ღია ტესტირების ინიცირება. ვიპოვოთ ხარვეზები, უზუსტობები, "კარგი იქნებოდა ყოფილიყო" მომენტები.

  10. ¬ "Early Access"

    ანუ, კი თითქოს რელიზი გვაქ მაგრამ შესაძლებელია ხარვეზები მაინც არსებობდეს, თუ თამაშში შორს შევტოპავთ.

  11. ¬ რელიზი

    რაც გვინდოდა მივაღწიეთ! აწი შეგვიძლია თამაშით დავტკბეთ და არსებული სამყარო გავანვითაროთ და გავაღრმავოთ, რა თქმა უნდა მოთამაშეების ჩართულობით.