რა არის ნაწილიანი?
ნაწილიანი არის 2D
roguelike deck-building აღმოჩენებით სავსე თამაში მოგზაურობაზე. აქ შეხვდებით მითოლოგიურ პერსონაჟებს ისტორიებიდან რომლებიც გსმენიათ ან სულაც პირველად გესმით. აქ შეგიძლიათ იყოთ სტრატეგი, მიაგნოთ უამრავ კომბინაციიდან სასურველ გამარჯვების გზას ან დაეცეთ ბრძოლის ველზე და გაძლიერებული აღდგეთ შემდეგი მცდელობისთვის.
რითი გამოირჩევა ნაწილიანი სხვებისგან?
არაფრით და ყველაფრით. გამახვილებულია ყურადღება RPG მხარეზე. განსხვავებული არტი საინტერესო პერსონაჟებით. მოთამაშის თავისუფლებაზე დაფუძნებული დასტის შედგენის მექანიკა.
ვინ დგას თამაშის უკან?
თამაშს ვაკეთებთ ორ კაციანი გუნდი + კონტრაქტორები. მეტი დეტალებისთვის გთხოვთ გადახედოთ
გაცნობით პოსტს
რა ენაზე იქნება თამაში?
დასაწყისისთვის ქართულად და ინგლისურად
სად იქნება თამაში ხელმისაწვდომი?
თამაში გაეშვება Windows / MacOS (Steam), Android (Play Store), iOS (App Store) პლათფორმებზე. სამომავლოდ მოიაზრება PS / Nintendo პლატფორმების დაფარვა. მთავარი ფოკუსია უწყვეტი სამყაროს შეგრძნების დატოვება, ანუ პლატფორმის გადაცვლისას შეძლებთ გააგრძელოთ თამაში იქიდან სადაც გაჩერდით.
იქნება თუ არა მულტიფლეიერი?
დასაწყისისთვის, არა. მაგრამ თამაში გათვლილია კოოპერაციაზე და გუნდურობაზე. გუნდის წევრებად თავდაპირველად შეძლებთ თამაშის სამყაროს წევრები აიყვანოთ. იქნებ მალე მეგობრებთან ერთადაც შეძლოთ თამაში?
როგორ მუშაობს დასტის შედგენის მექანიკა?
მექანიკა ეფუძნება უპირველეს ყოვლისა არჩევნის თავისუფლებას და კრეატიულობას. სამყაროში უამრავი სხვადასხვა სტილისტიკის ბარათები არსებობს და მხოლოდ მოთამაშე წყვიტავს თუ რას აირჩევს იგი მისი მორიგი მოგზაურობისთვის. გინდა იყო მკურნალი და მეომარი ერთდროულად? ან სულაც ჯადოქარი, მშვილდოსანი, ყველაფერი ერთად? რაც მოგაფიქრდება - შესაძლებელია.
რა ეტაპზეა ნაწილიანი?
ვემზადებით სოციალურ ქსელებში გასააქტიურებლად, ვასაჯაროებთ და გამჭირვალეს ვხდით თამაშის კეთების პროცესს. ვაწყობთ არტისტულ პროტოტიპს, რაზეც მეტ ინფორმაციას აწ უკვე პერიოდულად მიიღებთ. უფრო ვრცელი სურათისთვის შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს
გეგმას
როგორ შემიძლია წვლილი შევიტანო თამაშის შექმნაში?
პირველ რიგში გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, წაიკითხე ჩვენი ბლოგი - ადამიანების არსებობა ვინც ელოდება თამაშს ბევრს ნიშნავს ჩვენთვის! თუ მეტის გაკეთების სურვილი გაგიჩნდება, გაგვიხარდება თუ გზადაგზა შენს მოსაზრებებს გაგვიზიარებ, "საღოლ ბიჭებო!", "ამის გაკეთებას ხე დაგერგოთ ჯობდა" და ა.შ.
ფიქრობ რომ შეგიძლია უშუალო მონაწილეობა მიიღო? შეგვეხმიანე, იქნება ეს პროფესიონალური რჩევა თუ რამე უფრო მეტი, რატომაც არა?!
როგორ გადევნოთ თვალი?
გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, ესტუმრე პერიოდულად ჩვენ ბლოგს ან გამოიწერე სიახლეები ელფოსტის მეშვეობით
ვებ გვერდიდან. ფიქრობ რომ არ ვართ ისეთ სოციალურ პლათფორმაზე სადაც უნდა ვიყოთ? გვირჩიე!
ვის შეიძლება დავუკავშირდე პრესის ან კოლაბორაციის საკითხებზე?
გთხოვთ შეგვეხმიანოთ
ვებ გვერდზე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე. ელ-ფოსტას ვამოწმებთ რეგულარულად და დროულად დაგიბრუნდებით პასუხით.