News

News
HomeNews
Discord - შემოგვიერთდი
RoadmapFAQ

გამარჯობა!

Gurami · 1 year ago

რა დრო დაგვიდგა, გაგაცნობთ თამაშს რომელზეც უკვე დიდი ხანია ჩუმად ვმუშაობთ. სიმართლე რომ ვთქვა ემოციური მომენტია - თითქოს პატარა პირველად მიგყავს ბაღში, ნერვიულობ, ადგილს ვერ პოულობ და სულმოუთქმელად ელოდები რომ მოგიყვეს რა გადახდა თავს.

ჩვენ ვართ პატარა "ინდი" სტუდიო, ვთანამშრომლობთ დისტანციურად და "ნაწილიანი"-ს შექმნას (როგორც იქნა) შევუდექით 2023 წლის მარტიდან. ცოტა ხნის წინ გადავლახეთ ეგრეთ წოდებული "pre-production" ფაზა. გამოუცდელობამ, კავშირების დამყარებამ და რაც მთავარია ჩვენი მითოლოგიის სიღრმისეულმა კვლევამ საკმაოდ ბევრი დრო წაიღო. მიუხედავად ამისა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ პატარა გუნდი დიდი გულით: გენიოსი მხატვარი, მე და ორიოდე კონტრაქტორი VFX და ანიმაციის მიმართულებით.

"ნაწილიანი" არის სვლებზე დაფუძნებული სტრატეგიული თამაში ბარათებით, უნიკალური არტით და საოცარი ქართული მითური სამყაროთი. თამაშში საიდუმლო ფორმულით წარმოდგენილია ბევრი მოპარული ნასესხები ინგრედიენტი ისეთი თამაშებიდან როგორიცაა Skies of Arcadia, Slay the Spire, Hades, Marvel Snap და მწიკვი პირადად ჩვენგან (იმედია). თუ გაგიელვათ კითხვამ - "რა ჯანდაბაა Marvel Snap?" - გირჩევთ ნახოთ, ზოგი დღემდე, 20 წლის შემდეგაც კი, მის გაგრძელებას ელოდება.

"ნაწილიანი" ჩვენთვის უბრალო თამაშზე მეტია. ეს არის ხარისხიანი ხელოვნების ნიმუშის შექმნის სურვილი, თვითგამოხატვა, სიყვარული, თავგადასავალი, შემეცნება და მოუსვენრობა. იგი გვაიძულებს გამოვიდეთ ჩვენი კომფორტის ზონიდან, შთაგვაგონებს წინ წავიწიოთ ყოველ დღე და გვეხმარება უნიკალური თამაშის ჩამოყალიბებაში რომელიც შეიძლება არ იყოს უზომოდ პოპულარულობაზე გათვლილი, მაგრამ იყოს ის რაც დაგვამახსოვრდება, რომელთანაც მიბრუნება ხანდახან გაგვიხარდება, როგორც გვახარებს საყვარელი წიგნის სურნელი ან ოდესღაც საყვარელი მელოდიით მოტანილი მოგონებები.

ვეცადე ამ გაცნობითი ხასიათის პოსტით ინტერესი გამეღვივებინა. თუ გამოვიდა, გაეცანით ჩვენს "გენგეგმა"-ს და გადახედეთ FAQ-ს უფრო ვრცელი სურათის მისაღებად.

ამ ვებ გვერდს ჩვენ გამოვიყენებთ სიახლეების დასადებად ნებისმიერი მიმართულებით. თუ მოგეწონათ "ნაწილიანი" მოხარულები ვიქნებით თუ შემოგვიერთდებით Discord-ში, გამოგვყვებით ისეთ არხებზე როგორიცაა YouTube, Instragram ან გამოიწერთ სიახლეებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მთავარი გვერდიდან. 



0 Comments
  • Oldest ▾
    • Oldest
    • Newest
    • Best
Subscribe
G
G
Guest
User
Guest
User
Write a Comment...
© 2024 9 Mountains Studio
🤜🤛 ManaKeep
HomeNewsDiscord - შემოგვიერთდიRoadmapFAQ