News

News
HomeNews
Discord - შემოგვიერთდი
RoadmapFAQ

"იდუმალების 2 თვე და ცოტა მეტი" - გეიმფლეი

Gurami · 1 year ago

მეოთხე ნაწილი იმისა თუ რა ცუდები ვართ და ვდუმდით და…კარგი საკმარისია!

ეხლა ვისაუბროთ არტზე, სოციალურ მხარეზე, გეიმფლეიზე და რა გველის წინ-ზე

Ამ დროისთვის უკვე თითქმის მოვრჩით არტისტულ პროტოტიპს, ანუ სათამაშო ვერსია სადაც “მუშაობს” მაინც ყველაფერი გვაქ და აწი რაღა გვიჭირს.

დავიწყოთ არტით. 

Პირველ რიგში საჭირო იყო ზემოთხსენებული გეიმპფლეისთვის მასალის შექმნა

არტი დანარჩენ ყველაფერზე წინ უნდა იყოს სანამ ტექნიკური ნაწილი უკან მოჩანჩალებს, ამიტომ ისეთ რაღაცეებსაც ვაკეთებთ რაც შემდეგ ეტაპს (ვერტიკალურ ჭრილს) ეხება:

სოციალურ ფრონტზე დავიწყეთ პროექტი დისკორდში რომელსაც დავარქვით “ქრონიკები”. Ქრონიკებს ამ ეტაპზე სამყაროს სხვადასხვა შემადგენელი ნაწილების წარმოდგენის საშუალება უნდა მოეცა. Დამატებით კი ერთგვარი პულსის ინდიკატორი ყოფილიყო - ცოცხლები ვართ და მივდივართ წინ. Დიკორდში ამ ვიზუალურ მასალას აღწერაც თან ახლავს, შემოგვიერთდით ეხლა! სრულიად უფასოდ!

Მივედით გეიმფლეიმდეც, რაცაა ეს გვაქ ჯერ, ძალიან უხეში თუმცა უკვე რაღაც! ამაზე დავაშენებთ, იქნება ეს თამაშის დიზაინი, ვიზუალური მხარე, სხვადასხვა მექანიკა თუ დამატებითი კონტენტი.

Საკმაოდ დიდი შრომა ჩაიდო რომ ამ გეიმფლეიმდე მივსულიყავით, და თაში დაგვიკარით ვინმემ (ხელპ!)

ეხლა რაც შეეხება Supernatural-ს.

გრძელვადიანი მიზანი არის ვერტიკალური ჭრილი ანუ დემო ვერსიის შექმნა სადაც თამაში უკვე საბოლოო სახით იქნება თუმცა წარმოდგენილი მცირე კონტენტით.

ეხლა თუ როგორ გვინდა მაქამდე მივიდეთ:

  • Ბლოგის და სოციალური ასპექტის მხარე უფრო რეგულარული გავხადოთ. ძედმეტები მოვიშოროთ, განახლებების კალენდარის მაგვარი შევქმნათ რამ
  • Გეიმფლეი რაც გაჩვენეთ შიდა სამზარეულოში ვხარშოთ სანამ "ნუ" რაღაცას მაინც არ დაევსგავსება, შემდეგ გამოვფინოთ ისეთ პლატფორმაზე როგორიცაა itch.io  - უკვე თქვენც შეძლებთ რომ ითამაშოთ და ფიდბექი მოგვაწოდოთ
  • TCG თამაშის დიზაინის, ზოგადად თამაშის დიზაინის და ბალანსის პრინციპების გახსენება (ხან შესწავლა) და უკვე თეორიის პრაქტიკაში მორგება პროტოტიპის ხარჯზე

Სულ ეს იყო სიახლეები ამ ეტაპისთვის. ტაში-ტუში.

დაფინანსება - ღონისძიება - გუნდი



© 2024 9 Mountains Studio
🤜🤛 ManaKeep
HomeNewsDiscord - შემოგვიერთდიRoadmapFAQ