"იდუმალების 2 თვე და ცოტა მეტი" - ღონისძიება
Კეთილი იყოს, აი მეორე ნაწილიც იმისა თუ რა ცუდები ვართ და ვდუმდით და “თავიდან კარგი იყო მერე გააფუჭეს” და ა.შ.
ამჯეღად ვისაუბრებთ რონისძიებაზე.
Პირველ რიგში მადლობა Women Techmakers 2024 ორგანიზატორებს დაპატიჟებისთვის, განსაკუთრებით მარიამ ახალაია-ს რომელიც პირველი წუთებიდან გვგულშემატკივრობს.
ეს “ივენთი” ჩვენი პირველი სცენაზე გამოსვლა იყო (კარგი ჰო სცენაზე არ გამოვსულვართ) და მართალია “გეიმ დევ”-თან კავშირში არ იყო, და “გეიმ დევ” კონფერენციებიც გეგმაშია, მაგრამ “ჯიმ ქერი იძახის კის”, თან ეს ხდებოდა აქ და ეხლა, ჰოდა მივედით და “გაასწორა” და პირველი მაინც სულ სხვაა.
Შანსი მოგვეცა ჩვენი თამაში ვერბალურად ბევრი ცნობისმოყვარე ადამიანისთვის გაგვეცნო და გაგვევრცელებინა სიტყვა. Რაც არ უნდა საკვირველი იყოს ძალიან დადებითი გამოხმაურება მივიღეთ და კარგი რჩევებიც - ამისთვის მადლობა! ამასთან ერთად აღმოვაჩინეთ რომ არც თუ ისე მარტივია სიტყვიერად მოკლედ გადმოსცე ის სურათი რაც თავში გაქ, თუ რამდენად უდავოდ აშკარაა თუ რაოდენ “მაგარ” თამაშს აკეთებ.
Მონაწილეობამ ასევე ჩვენი პირველი მერჩის შექმნა გამოიწვია! მწიკვი ფლაერი, სტიკერი, პინი, კეთილი გული და რაც მთავარია ჩვენი უპირველესი ბანერი! Ბანერს უდაოდ საპატიო ადგილი ექნება ოდესღაც ჩვენი თამაშების სტუდიის ოფისში. Სტიკერებს და პინებს რაც შეეხება საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა - ვითომ უფასო რომ იყო მაგიტომ? Შეიძლება, მაგრამ ერთი ახალგაზრდა გამოგვეხმაურა - “მიდით ბიჭებო დაცხეთ გაყიდეთო”, რითიც გული გაგვითბო და may be ბიზნეს იდეაც მოგვაწოდა.
Მოდი სურათის გადაღების ნიჭზე ყურადღებას ნუ გავამახვილებთ (ხელპ!). Მთავარია რომ ეს დამაკავშირებელი ღონისიება გამოდგა და ჩვენი გუნდის ისტორიას პატარა “ტკბილი მოგონება” შემატა. ამ ეტაპზე ძირითად გუნდში მხოლოდ 2ნი ვართ მაგრამ მოგვეცა შანსი პირადად გაგვეცნო უნიჭიერესი საუნდ არტისტი რომელთანაც საცდელი ვირტუალი კოლაბორაცია გვაქ, და იმედია სულ მალე გუნდში შემოგვიერთდება!
დაფინანსება - გუნდი - გეიმფლეი