Tech Blog 0 - შესავალი
·ჰეი! უკვე ერთი თვე გავიდა წინა განახლებიდან. ჯერ კიდევ ვამუღაბეთ ბალანსს, საქმის კეთებასა და სიახლეების გაზიარებას შორის.
ეს კონკრეტული პოსტი იქნება მცდელოვა დავიწყოთ ჩვენთვის რაღაც ახალი. თუ აქამდე ზოგად სიახლეებს ვაზიარებდით ეხლა დავიწყებთ ტექნიკური ხასიათის პოსტების გაზიარებასაც, ფორმატით - "რა პრობლემა" მქონდა" -> "როგორ მოვაგვარე".
ბოლო ერთი თვის განმავლობაში უმეტესწილად ტექნიკურ საკითხებს დავუმთმე დრო. თითქოს და ვიზუალური პროტოტიპი მზად იყო, და ვიფიქრე შემდეგ ეტაპზე გადავალთ თქო მაგრამ mate mateee...
ორმა რაღაცამ განაპირობა შემდეგ ეტაპამდე ტექნიკური საკითხების "მიხედვა":
- მინდა თავიდან ავირიდო ფუნდამენტალური საკითხების გადაკეთება შემდეგ ეტაპებზე
- თამაშის ცვლილებები მინდა რომ მაქსიმალურად სწრაფი გასაკეთებელი იყოს. ვინაიდან აწ უკვე ხშირ ხშირად მოგვიწევს გეიმ დიზაინის მხრივ ცვლილებები სანამ სასურველ შედეგამდე მივალთ.
თავიდანვე ვიცოდი რომ შემდეგი ბლოგ პოსტით ტექ ბლოგის დაწყებას ვცდიდი. მაგრამ მაინც ისე გამოვიდა რომ ზედმეტი გავაკეთე სანამ დაწერა გადავწყვიტე. შეიძლება კარგიც არი, მაგრამ მაინც მგონია რომ უფრო ხშირი ხასიათის პოტები უკეთესი იქნება, და ეხლა რომ ვუფიქრდები, თითქოს ეს შესაძლებელიც არის.
სანამ კონკრეტულ საკითხებამდე გადავალ გაგაცნობთ Unity-ში თამაშის არსებულ არქიტექტურას:
დიაგრამაზე წარმოდგენილია 3 შრე:
- Persistence - ეს შრე პასუხისმგებელია მოთამაშესთან დაკავშირებული პროგრესის შენახვაზე და თამაშში არსებულ კონტენტზეც
- Engine - ძრავი თამაშის. აქ ხდება ნებისმიერი ლოგიკური ოპერაცია. თამაშის მიმდინარე მდგომარეობა და ამ მდგომარეობის ცვლილება ხდება მხოლოდ ამ შრეზე.
- Presentation - ვიზუალური ნაწილი, ანუ ნებისმიერი რამე რაც Unity-ს ეხება.
თითოეულ შრეს აქ წინასთან წვდომა, როდესაც რამე იცვლება Engine-ის დონეზე იგზავნება "ივენთები", რომელსაც "Presentation" უსმენს და შესაბამის ვიზუალურ ცვლილებას ასახავს. უფრო მარტივად დიაგრამით არის საჩვენებელი, წარმოვიდგინოთ შემთხვევა როცა პერსონაჟი A აზიანებს B-ს:
ქვემოთ ცალკე ტოპიკებად გავყავი ის რაც გაკეთდა კონკრეტული მიმართულებებით რომ 1 პოსტის ჭრილში ზედმეტი არ გამოსულიყო:
- Tech Blog 1 - კონტენტის დინამიური ჩატვირთვა
- Tech Blog 2 - ვიზუალური ეფექტების ორკესტრაცია
- Tech Blog 3 - ანიმაცია